Tuesday, December 18, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: თბილისი ჩემი ნატვრისთვალია.’’



პროექტის მთავარი იდეა: შეხვედრა დედაქალაქთან. პასუხის გაცემა კითხვაზე: ვინ უფრო მეტი ვიცით თბილისის შესახებ.’’

პროექტის აქტუალობა: ჩემი ქვეყნისადმი, თბილისისადმი, სიყვარულის გაღვივება.’’

პროექტის მიზანი: “გაეცნოს მოსწავლე თბილისს, მის ღირშესანიშნაობებს, ტრადიციებს, გაეცნოს ძველი და ახალი  თბილისის კადრებს, შეადაროს ისინი ერთმანეთს.

მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი.

ვადები: 4-5 დღე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნასმოსწავლეთა ინტერესის გაღვივება, ისტორიის, დედაქალაქის მიმართ. კვლევის სწორი ინტერპრეტაციის განვითარება.

რესურსები: სახელმძრვანელო, კომპიუტერი, სასკოლო ბიბლიოთეკა.

პროექტის მსვლელობა:  
მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად და ვაძლევ ინსსტრუქციას, მოიძიონ ინფორმაცია თბილისის, მისი ღირშესანიშნაობების შესახებ.

I-ჯგუფი-კომპიუტერით ეძებს ინფორმაციას თბილისის  ისტორიის, მისი დაარსების შესახებ.



II-ჯგუფი-ეძებს ინფორმაციას ძველი თბილისის შესახებ.


III-ჯგუფი-ეძებს ინფორმაციას ახალი თბილისის შესახებ.

IV-ჯგუფი-ეძებს ინფორმაციას თბილისის ღირშესანიშნაობების შესახებ.

პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები მოძიებულ მასალას  ამზადებენ საპრეზენტაციოდ.
საგნებთან კავშირი:
ისტორიასთან.
  • მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა სხვადასხვა ეპოქაში. ისტორიული  აზრის  განვითარების პროცესში.


პროექტის ხელმძღვანელი: ირმა ჟღენტი.

ხელმძღვანელის ელ: ფოსტა jgentiirma@qmail.com

No comments:

Post a Comment